ბაჰაი კალენდარი
ბაჰაი კალენდარი ცნობილია, როგორც ბადი („უნიკალური“ ან „საოცარი“) კალენდარი და შემოიღო ბაბმა. ბაჰაულამ დაადასტურა და მიიღო ეს კალენდარი. მისი წელთაღრიცხვა 1844 წელს, ბაბის გამოცხადებიდან იწყება.
მსოფლიო სამართლიანობის სახლი ბადი კალენდართან დაკავშირებით გზავნილში [1]აცხადებს:
„ყოველ დისპენსაციაში ახალი კალენდრის მიღება არის ღვთიური გამოცხადების ძალის სიმბოლო და შეუძლია შეცვალოს ადამიანის აღქმა მატერიალური, სოციალური და სულიერი რეალობის შესახებ. კალენდრის მეშვეობით გამოირჩევა წმინდა დეტალები, ხელახლა განიხილება კაცობრიობის ადგილი დროსა და სივრცეში და გადაიწყობა ცხოვრების რიტმი.“
ბაჰაი ერა (აღნიშნული როგორც ბ.ე.), ორმაგი გამოცხადების მიერ დაარსდა, ამიტომ ბაჰაის წმინდა დღეები მოიცავს მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება, როგორც ბაჰაულას, ასევე ბაბის დაბადებას, გამოცხადებას და ზეცად ამაღლებას.
კალენდარი შედგება 19 თვისგან, თითოეული თვე 19 დღისგან და მას ემატება დამატებითი დღეები, რომლებიც ცნობილია როგორც „აიამ-ი-ჰა“. ამ დამატებითი დღეების რაოდენობა მომდევნო წლებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის ბუნიობის დროის მიხედვით იცვლება.
ბაბმა თითოეული 19 თვე (ჩამოთვლილია ქვემოთ) დაასახელა ღმერთის გარკვეული თვისებების მიხედვით. ბაჰაი ახალი წელი (ნავრუზი - Naw-Rúz) ასტრონომიულად ფიქსირდება და ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას. წმინდა დღეები მზის კალენდრის ფარგლებშია განსაზღვრული, გარდა „ორმაგი გამოცხადების დაბადების“ დღესასწაულისა – ბაბისა და ბაჰაულას დაბადების დღეებისა, რომლებიც ყოველწლიურად იცვლება და აღინიშნება ნავრუზის შემდეგ მერვე ახალი მთვარის დადგომის შემდეგ პირველ და მეორე დღეს.
ბაჰაის კალენდრის მიხედვით, დღე მოიცავს პერიოდს მზის ჩასვლიდან მზის ჩასვლამდე. შესაბამისად, მეცხრამეტე დღის დღესასწაული, წმინდა დღე ან სხვა მნიშვნელოვანი თარიღები იწყება მზის ჩასვლისას, შესაბამისი გრიგორიანული კალენდრის თარიღის წინა საღამოს. მაგალითად, თუ ნოურუზი 21 მარტს მოდის, მისი აღნიშვნა იწყება 20 მარტს მზის ჩასვლიდან და გრძელდება 21 მარტის მზის ჩასვლამდე.
ბაჰაი კალენდარი შედგება:
19თვე
19 დღე ყოველ თვეში
4–5 დამატებითი დღე
182 ბ.ე. წლის (2025/26) ცხრამეტი ბაჰაი თვე
ბაჰაი თვის
დასაწყისი
დასაწყისი
წმინდა
დღე
დღე
მნიშვნელოვანი
თარიღი
თარიღი
1.
1 ბაჰა
ბრწყინვალება
20 მარტი 2025
ნავრუზი
20 მარტი 2025
2.
1 ჯალალი
დიდება
8 აპრილი 2025
რიზვანის პირველი დღე
20 აპრილი 2025
3.
ჯამალი
სილამაზე
27 აპრილი 2025
რიზვანის მეცხრე დღე
28 აპრილი 2025
რიზვანის მეთორმეტე დღე
1 მაისი 2025
4.
1 აზამათი
სიდიადე
16 მაისი 2025
ბაბის გამოცხადება
23 მაისი 2025
ბაჰაულას ზეცად ამაღლება
28 მაისი 2025
5.
1 ნური
სინათლე
4 ივნისი 2025
6.
1 რაჰმათი
წყალობა
23 ივნისი 2025
ბაბის წამება
9 ივლისი 2025
7.
1 კალიმათი
სიტყვები
12 ივლისი 2025
8.
1 ქამალი
სრულყოფილება
31 ივლისი 2025
9.
1 ასმა
სახელები
19 აგვისტო 2025
10.
1 იზათი
ძლიერება
7 სექტემბერი 2025
11.
1 მაშიიათი
ნება
26 სექტემბერი 2025
12.
1 ილმი
ცოდნა
15 ოქტომბერი 2025
ბაბის დაბადება
22 ოქტომბერი 2025
ბაჰაულას დაბადება
23 ოქტომბერი 2025
13.
1 ყუდრათი
ძალა
3 ნოემბერი 2025
14.
1 ყაული
მეტყველება
22 ნოემბერი 2025
აღთქმის დღე
25 ნოემბერი 2025
აბდულ-ბაჰას ზეცად ამაღლება
27 ნოემბერი 2025
15.
1 მასაილი
კითხვები
11 დეკემბერი 2025
16.
1 შარაფი
ღირსება
30 დეკემბერი 2025
17.
1 სულთანი
უზენაესობა
18 იანვარი 2026
18.
1 მულქი
მბრძანებლობა
6 თებერვალი 2026
აიამ-ი-ჰა
დამატებითი დღეები
25 თებერვალი-1 მარტი 2026
19.
1 ალა
დიდებულება
2 მარტი 2026
ბაჰაი მარხვა
2-20 მარტი 2026