|
საბავშვო კურსები
ჩვენ გვწამს, რომ ზნეობრივ უნართა განვითარებას ჩვენს ბავშვებში აქვს პირველხარისხოვანი
მნიშვნელობა არა მათი პირადი ბედნიერებისათვის არამედ მთელი კაცობრიობის
პროგრესისათვის.  
ბავშვთა სულიერი განათლება ყოველთვის იყო ბაჰაი თემის კულტურის მნიშვენელოვანი
ელემენტი. ჩვენ ვატარებთ რეგულარულ მეცადინეობებს, გახსნილს ყველა ბავშვისათვის
(მშობელთა თანხმობით), მრავალ სამეზობლოში, სადაც ცხოვრობენ ბაჰაები.  
ამ მეცადინეობათა მიზანია - ბავშვის ხასიათის ძლიერი საფუძველის ჩადებაში,
დახმარება ბავშვისათვის, განავითაროს ისეთი თვისებები, როგორიცაა სამართლიანობა,
სიკეთე, სიმართლე, ვასწავლოთ ითანამშრომლონ სხვებთან, იფიქრონ სულიერ პრინციპებზე
და გამოიყენონ მათ საკუთარ ცხოვრებასა და გარშემომყოფ ადამიანთა ცხოვრებაშიც.  
ბაჰაი - მასწავლებელთა დამოკიდებულება იგება პრინციპზე, რომ ყოველი ბავშვი
- არის ,,საბადო, სავსე შეუფასებელი პატიოსანი თვლებით”, უნიკალური და განუმეორებელი
პიროვნება, რომელიც დაბადებიდანვე აღჭურვილია უამრავი სულიერი თვისებებით,
ხოლო ამოცანა და მიდგომა მასწავლებელისა მდგომარეობს იმაში, რათა არა აღვსოს
ცარიელი ჭურჭელი არამედ ამოიღოს ძვირფასი ქვები და პატიოსანი თვლები, რომლები
გაბრწყინდებიან მთელი ძალით.  
ბაჰაულას სწავლებაზე დაფუძნებული მეცადინეობები, ახალისებენ ბავშვებს უყვარდეთ
ღმერთი და მისი მოციქულები, აგრეთვე მთელი კაცობრიობა მთელს მის მრავალფეროვნებაში.  
ყოველი გაკვეთილი შედგება მოღვაწეობის რამოდენიმე სახეობისაგან და მიმართულია
გარკვეული სულიერი თვისების განვითარებისათვის (მაგალითად, სიმართლის, სიყვარულის,
გულის სიწმინდის, სამართლიანობის, პატიების უნარის).  
ბავშვები გაკვეთილზე სწავლობენ და მღერიან სიმღერებს, ისმენენ მოთხრობებს
გაკვეთილის თემაზე (მაგალითად, სიმართლეზე, შემდეგ იწყება თამაში თანამშრომლობისა
და ერთიანობის განვითარებაზე, შემდეგ სურათების გაფერადება, ყოველი გაკვეთილის
უმნიშვნელოვანესი ელემენტია - ციტატების შესწავლა წმინდა ნაწერებისა და ლოცვებიდან.
ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად წმინდა ნაწერები ფლობენ უზარმაზარ აღმშენებლობით ძალას
და შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ადამიანის გულზე და აამაღლონ ის. ამის გარდა,
ლოცვების კითხვა ამაღლებს სულიერ აღქმას და აღვიძებს ბავშვის ინტელექტს. ერთი
გაკვეთილის მოღვაწეობის ყველა სახე მიმართულია ამ აღმშენებლობითი სიტყვის
ირგვლივ.
|