|
მოზარდთა ჯგუფი
მოზარდებისათვის სულიერი ძალის აღჭურვის პროგრამა წარედგინება ახალგაზრდებს
11-დან 14-წლამდე; ის მოწოდებულია დაეხმაროს მათ გადალახონ მათი ცხოვრების
კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდი.
ისინი, ვიცნ შეაბიჯებენ სიყმაწვილის პერიოდში, ახასიათებთ ალტურიზმი, სამართლიანობის
გრძნობა, სწრაფვა შეიცნონ სამყაროს საიდუმლოებები და სურვილი საკუთარი წვლილი
შეიტანონ უკეთესი სამყაროს შექმნაში.
პროგრამა ეხმარება მათ ჩამოაყალიბონ ძლიერი ზნეობრივი თვითშეგნება და განავითარონ
ჩვევები აუცილებელნი თავიანთი გარემოცვის კეთილდღეობისათვის სამსახუროდ
და მთელი მსოფლიოსათვის მთლიანად. თავიანთი სულიერი თვისებების (სათნოება),
ინტელექტუალური უნარებისა და ჩვევების განვითარებით საზოგადოების მსახურებისათვის,
მონაწილეები იწყებენ იმის გაგებას, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ სამყაროში
პოზიტიური ცვლილებების გამტარებელნი.
პროგრამაში მიღებულია საყოველთაო მონაწილეობის მეთოდი საგანმანათებლო პროცესში,
სადაც ხელმძღვანელი და მოზარდი ერთმანეთისაგან სწავლობენ.
შეხვედრათა დროის ნაწილს მოზარდები დაუთმობენ წიგნთა შესწვლას, რომლებიც
შემუშავებული იქნა მოზარდთა ასაკის განსაკუთრებულობათა გათვალისწინებით და
იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად. ერთი წიგნი ეხმარება მოზარდებს განავითარონ
თავიანთი აზრის მკაფიოდ გამოხატვის უნარი, ისწავლონ მიიღონ გადაწყვეტილება
დ აიღონ მათზე პასუხისმგებლობა, სხვები მიმართულია იმისკენ, რათა ითანამშრომლონ
საზოგადოებასთან, განავითარონ თავისში კვლევითი უნარები და ა.შ.
წიგნთა შესწავლის გარდა მოზარდები დასაქმებული არიან ხელოვნებით, გეგმავენ
კეთილ საქმეთა პროექტებს, მისდევენ სპორტს. ჯგუფი ხვდება ერთხელ კვირაში,
წერითი საშინაო დავალება არ არის გათვალისწინებული. ჩვეულებრივ ჩვენ ვაყალიბებთ
ჯგუფს მეგობრებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, ასევე მეცადინეობები
შეიძლება ჩატარდეს სასწავლო კლასის ბაზაზე.
მოზარდებისათვის პროგრამა ხსნის მასში შეხებულ თემებს ბაჰაი თვალთახედვით,
თუმცა ის არ შეიძლება განიხილოს როგორც რელიგიური სწავლებები, რამდენადაც
ის არ ასწავლის რწმენის კანონებს. ის გახსნილია ყველასათვის, მასში მონაწილეობისათვის
მოითხოვება მშობელთა ნებართვა.
ჩვენ ვიწვევთ მშობლებს წამყვანებთან შესახვედრად, რათა უფრო დაწვრილებით
გაეცნონ პროგრამას.
დაგვიკავშირდით, თუ გსურთ გაიგოთ მოზარდთა ჯგუფის მეცადინეობაზე თქვენს
მხარეში.
|