“ერთიანობის შუქი ისე ძლიერია, რომ შეუძლია გაანათოს მთელი დედამიწა.”ბაჰაულა
 9stars

ისტორია

 

შოღი ეფენდი

     1921 წ. აბდულ ბაჰას გარდაცვალების შემდეგ დადგა რწმენის განვითარების ახალი პერიოდი. აბდულ-ბაჰას ანდერძის მიხედვით რწმენის მფარველად დაინიშნა მისი უფროსი შვილშვილი შოღი ეფენდი რაბანი. ეს შესანიშნავი დოკუმენტი არა მხოლოდ ადგენს შოღი ეფენდის უფლებას იყოს რწმენის მფარველი, ის აგრეთვე შეიცავს მოწოდებას მორწმუნეებისადმი, აღსდგნენ რწმენის გასავრცელებლად, მთელ მსოფლიოში ბაჰაულას სწავლების დასამყარებლად.
     შოღი ეფენდის უშუალო ხელმძღვანელობით ბაჰაი რწმენა ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში; 1921წ. ბაჰაები ცხოვრობდნენ 35 ქვეყანაში, ხოლო 1957 წელს მისი გარდაცვალების მომენტში - 200-ზე მეტ ქვეყანაში, ტერიტორიასა თუ ქვეყანაში.