1957 წელს, როდესაც შოღი ეფენდი გარდაიცვალა ლონდონში, ბაჰაი რწმენამ მოიპოვა
საკმარისად ფართო საყრდენი ნაცონიალური და ადგილობრივი სასულიერო საკრებულოს
სახით, რამაც შესაძლებელი გახადა სამართლიანობის მსოფლიო სახლის პირველი
შემადგენლობის არჩევისა - საერთაშორისო ხელმძღვანელობითი ორგანოსი, რომლის
შექმნაც იწინასწარმეტყველა ბაჰაულამ.
1963 წელს, ბაჰაულას, აბდულ-ბაჰას და შოღი ეფენდის წერილობითი მითითებების
თანახმად, ჩატარდა საერთაშორისო ყრილობა რწმენის მსოფლიო ცენტრში ქ. ჰაიფაში
(ისრაელი), რომელიც აირჩევა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. სამართლიანობის
მსოფლიო სახლი წარმართავს მსოფლიო ბაჰაი საზოგადოების განვითარებასა და
ზრდას, ფლობს რა უფლებამოსილებასა გადაწვიტოს საკითხები რომლებიც არ არის
მოცემული ბაჰაულას ნაწერებში და წარმოიქმნებიან მარად მზარდი მსოფლიოს
პირობებში. ასე შეინარჩუნება ბაჰაი თემის ერთობა, მისი მოქნილობა და განვითრება.