“ერთიანობის შუქი ისე ძლიერია, რომ შეუძლია გაანათოს მთელი დედამიწა.”ბაჰაულა
 9stars

ისტორია

 

აბდულ-ბაჰა

აბდულ-ბაჰა Abdul-baha     აბბას ეფენდი, მიმღები შემდგომში აბდულ-ბაჰას ტიტულისა, რაც თარგმანში ნიშნავს ”ბაჰას მსახურს”, იყო ბაჰაულას უფროსი ვაჟი. ის დაიბადა თეირანში შუაღამემდე ცოტა ადრე, 1844 წლის 23 მაისს, იმ ღამეს როცა ბაბმა თავის მისიაზე გამოაცხადა. მიუხედავად გაძევების მთელი სიმძიმისა, აბდულ-ბაჰა ყოველთვის მამას ახლდა. ის იყო ტუსაღი 1908 წლამდე, როცა ახლად თურქულმა რევოლუციამ გაანთავისუფლა ყველა ტყვე, რომლებიც რწმენის გამო იდევნებოდნენ. 1910წ. აბდულ-ბაჰამ რწმენის გავრცელების მიზნით დაიწყო მოგზაურობა, რომლებიც გაგრძელდა სამ წელს. ის იყო ეგვიპტეში, ევროპაში, აშშ-სა და კანადაში. ყველგან ხვდებოდა ის პატივისცემას, მის დასწრებას ეძიებდნენ გამოჩენილი სწავლულები და სხვა ცნობილი ადამიენები. იყო ის ეკლესიაში, სინაგოგასა თუ კოლეჯის დარბაზში - ის ღიად ქადაგებდა თავისი მამის რწმენას. ამის შედეგად დასავლეთის ბაჰაების მცირე რიცხვი მრავალჯერ გაიზარდა.