მირზა ჰუსეინ ალი (1817 – 1892), ირანელი მემამულე, რომელმაც მოგვიანებით
მიიღო ბაჰაულას ( ”უფლის დიდება” ან ”ღვთის დიდებულება” ) სახელი, მიუხედავად
ოჯახისა და დიდგვაროვანთა გაფრთხილებებისა, ღიად შეუერთდა ბაბს. როცა მთელი
ქვეყანა მოიცვა დევნამ, მიმართულმა ამ რწმენის ამოსაძირკვად, ბაჰაულა
თავის მდგომარეობის გამო გადარჩა. მაგრამ 1852 წელს, როდესაც ორმა შეშლილმა
ახალგაზრდა ბაბიდმა მოაწყო შაჰზე თავდასხმა, ბაჰაულა ოთხი თვით სიაჰ-ჩალში
ჩააგდეს, მყრალ მიწისქვეშა საპატიმროში, რომელიც თეირანის შუაგულში მდებარეობდა,
სასამართლო გარჩევის დროს ბაჰაულას უდანაშაულობა ცხადი გახდა. ამ ეპიზოდს
უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს რამეთუ, პატიმრობაში ყოფნისას, ბაჰაულამ
შეიცნო, რომ ის არის ის აღთქმული, რომელზეც ბაბი წინასწარმეტყველებდა.
ბაჰაულას ციხიდან განთავისუფლებით, ირანის მთავრობამ სასწრაფოდ გააგზავნა
ის ბაღდადში (ერაყი), ცდილობდნენ რა ქვეყნიდან მოეშორებინათ საძულელი ახალი
რწმენის უკანასკნელი ნამდვილი ბელადი. თითქმის ათი წელი გაატარა ბაჰაულამ
დევნილად ერაყში. ამ დროის განმავლობაში მან გარდასახა ბაბის მიმდევართა
გონება და აზრი. მისი დიდება იმდენად გაიზარდა, რომ სწავლული და სახელოვანი
მამები სულ უფრო ხშირად სტუმრობდნენ მას.
ბაღდადიდან ბაჰაულა გააძევეს იმ იმედით, რომ მანძილი დაასუსტებდა მის
იდეათა მიზიდულობას - რეცეპტი, ხშირად გამოყენებული და ყოველთვის საწინააღმდეგო
შედეგების მომცემი. გადაწყვეტილება გასახლებაზე ეკუთვნის 1863 წელს, და
იმ დღეებში, როცა ქარავნს ამზადებდნენ შორეულ მოგზაურობისათვის, ბაჰაულამ
განუცხადა თავის მიმდევრებს, რომ ის არის ის, ვისი მობრძანებაც ბაბმა იწინასწარმეტყველა.
კონსტანტინეპოლში ოთხი თვის გატარების შემდეგ ბაჰაულა გადააგზავნეს ადრიანოპოლში
(თურქეთის ყოფილი იმპერია). იქ მან ყველას გასაგონად განაცხადა თავის მისიაზე,
მიმართვათა პირველის სერიის დაწერით, ცნობილს საერთო დასახელებით, ”სიგელეები
მეფეებს”, მან მიმართა თურქეთის სულთანს, სპარსეთის შაჰს, ნაპოლეონ მე-3ს,
საფრანგეთის იმპერატორს. მიმართვებში, აგრეთვე იყო მიწოდება მმართველებისადმი
”ყოფილიყვნენ სამართლიანები დაა ფხიზელნი, მოეგვარებინათ უთანხმოებები
და შეემცირებინათ თავიანთი შეიარაღებები”. მოგვიანებით მან, მსგავსი მიმართვები
გაუგზავნა დედოფალ ვიქტორიას, რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მე-2ს, პაპ
პიუ მე-9, გერმანიის კაიაზერს ვილჰელმს და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორს
ფრანკო-იოსებს.
როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეოთხე, ბოლო გადასახლებაზე (1868),
ბაჰაულა გააგზავნეს ციხე-სიმაგრე აკკაში, მდებარე წმინდა მიწაზე ქ. ჰაიფაფის
არხის სანაპიროსთან, სადაც ცხოვრობდა ის თავის აღსრულებამდე 1892წ.