ისტორია
|
ბაბი
ბაჰაი
რწმენის დაბადების დღე - 1844 წლის 23 მაისია. ამ დღეს ახალგზრდა ვაჭარმა
ქალაქ შირაზიდან, სახელად მუჰამად სეიდალიმ, ყველასათვის მოულოდნელად დაიწყო
ირანში ახალი რწმენის ქადაგება. მან მიიღო ,,ბაბის” ტიტული, რაც სიტყვა სიტყვით
აღნიშნავს კარიბჭეს. ქვეყანაში იფეთქა ბაბისადმი ინტერესმა, ათასობით ადამიანმა
მიიღო მისი რწმენა; ამან ისლამის მიმდევრებში რისხვა გამოიწვია, ხოლო მის
მიმდევრებზე დაიწყო დევნა.
ბაბი ასწავლიდა ახალი სულიერი ერის მოახლოებაზე. ის მკაცრად
კიცხავდა ისლამის მსახურთა ინტელექტუალურ უმეცრებასა და პირმოთნეობას.
ის მოუწოდებდა ზნეობრივ სიწმინდეზე. და ბაბმა გამოაცხადა, რომ არ გაივლიდა ცხრამეტი
წელიც, რომ ,,ის, ვისაც ღმერთი გამოავლენდა”, იქადაგებდა და მისცემდა ხალხს
ახალი საუკუნის ძირითად კანონებსა და აღთქმებს. რომელიც გზას გაუხსნის
სამართლიანობისა და მშვიდობის ეპოქისაკენ, ოდითგანვე აღთქმულს ყველა რელიგიის წინასწარმეტყველთა
მიერ. ისე სჩანდა, თითქოს ახალი ჰაერის მძლავრი ნაკადი შემოიჭრა დიდი ხნის
წინათ მიტოვებულ სახლში და გაფანტა დაგუბებული ჰაერი.
პორმოთნეობა და ტირანია მახვილით ცდილობდა რწმენის აღმოფხრვას. ბაბის
მიმდევრებთა გაროზგვა შეიძლება შევადაროთ ძველი რომის დღესასწაულებს. ბაბი ტყვედ
აიყვანეს და შორეულ სოფელში გააგზავნეს. მდევნელთა სიძულვილმა თავის კულმინაციას
1850 წლის 9 ივლის მიაღწია, როდესაც ბაბი საჯაროდ იქნა დასჯილი ქალაქ თებრიზის
სამხედრო გარნიზონის მოედანზე. ირანში შეეცადნენ საბოოლოდ მოესპოთ ახალი
რწმენა. მთელს ქვეყნაში მრავლდებოდა სისხლიანი რბევები, და ისინი, ვინც გადარჩნენ,
თავიანთ რწმენას საიდუმლოდ ინახავდნენ.
|