![]() |
მთავარი გვერდი | სწავლება | ჩვენი საზოგადოება | ისტორია | კონტაქტი |
სწავლება |
ადამიანის ბუნებაბაჰაულა ხშირად ადარებს ადამიანთა მოდგმას "აყვავებულ ბაღს", მშვენიერს მისი მრავალფეროვნების წყალობით, ყოველი სული ამატებს ბაღის სიმშვენიერეს რაღაც თავისს, და ყოველ ხალხს მოაქვს თავისი უნიკალური სურნელი. ადამიანი, ბაჰაულას ნაწერების თანახმად, არის "უდიადესი თილისმა" და "საბადო, სავსე ძვირფასეულებით", მაგრამ იმისათვის რომ მოიპოვო და დახვეწო "ძვირფასი ქვები" თავისი შინაგანი სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალისა, მისთვის აუცილებელია შესაბამისი განათლება და აღზრდა. ეს განათლება უნდა იყოს არა მხოლოდ ფიზიკური და ინტელექტუალური, არამედ უპირველეს ყოვლისა, სულიერი. ფუზიკური სხეული არის ადამიანთა არსებობის ფორმა დედამიწაზე, მაგრამ ჭეშმარიტი არსი ყოველი ადამიანისა - არის სული. სიცოცხლე ამ სამყაროში, ბაჰაულას აზრით, მსგავსია ბავშვის ცხოვრების დედის სხეუში: ზნეობრივი, ინტელექტუალური და სულიერი თვისებები, რომლებსაც ადამიანი ღმერთის დახმარებით ზრდის თავის თავში, იქნება "ორგანოები" აუცილებელნი მისი სულის განვითარებისათვის არა მხოლოდ ამ სამყაროში, არამედ სამყაროებში რომლებიც არსებობს მატერიალური არსებობის ფარგლების გარეთ. ბაჰაი რწმენაში სულიერი აღრზდა განიხილება, როგორც საფუძველი მთელი განათლებისა, რამდენადაც ის ნებას რთავს, განვინთარდეს ისეთი თვისებები, როგორიცაა პატიოსნობა, პატივისცემა, საიმედობა, მორიდება, სამართლიანობა, სიკეთე, მზადყოფნა მხარდაჭერის აღმოსაჩენად - თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უნარებისა და ტალანტების სწორ გამოყენებას. სხეულის სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს სიცოცხლეს. ის აგრძელებს თავის გზას ღვთის არსებობის დონითა და უამრავი სამყაროს გავლით. სულის მდგომარეობა შემდეგ სამყაროებში დამოკიდებულია მისი ძალისხმევის ხარისხისგან სულიერი თვისებების შეძენისა ამ ცხოვრებაში. "სამოთხეს" აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და აღნიშნავს ღმერთთან სიახლოვეს, ხოლო "ჯოჯოხეთი" არის სულის მდგოარეობა, რომელიც უარყოფს ღვთის ხელმძღვანელობას და შორს არის მისგან. ბაჰაულა გვასწავლის, რომ გონი, ანუ უნარი ადამიანისა შეიცნოს სამყარო და შეგნებულად აირჩიოს, როგორ მოექცეს შედეგებს ამ შეცნობასა, არის უდიადესი ძღვენი ღვთისა ადამიანისადმი. ამიტომ ჭეშმარიტების შეცნობი ორი ხერხი - რელიგია და მეცნიერება - უნდა იმყოფებოდეს სრულ ჰარმონიაში უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. ადამიანის სული ვითარდება მისი ღმერთთან ურთიერთობით, რიმელიც ხორციელდება ლოცვით, წმინდა ნაწერების შესწავლითა და მასზე ფიქრით. ბაჰაებს განწესებული აქვთ ყოველდღიური სავალდებულო ლოცვის შესრულება. მლოცველს აქვს არჩევანი სამი სავალდებულო ლოცვიდან: მოკლე, საშუალო და ვრცელი სავალდებულო ლოცვა. ამის გარდა, ბაჰაებს შეუძლიათ იკითხონ ნებისმიერი სხვა ლოცვები. ლოცვის აღსრულება, სავალდებულოს გარდა, არ არის რეგლამენტირებუული; ყოველი მორწმუნე მოქმედებს საკუთარი წარმოდგენის შესაბამისად იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოს. ლოცვა განიხილება როგორც ღრმად პირადი, ინტიმური საუბარი ღმერთთან. ამიტომ ბაჰაი ჩვეულებრივ ლოცულობს მარტოობაში. ერთობლივი შეხვედრების დასაწყისში ბაჰაები ხშირად კითხულობენ ლოცვებს, მაგრამ ამ მოქმედებას არა ქვს რიტუალური ხასიათი. ბაჰაი რწმენაში არ არის მედიტაციის განსაზღვრული ფორმა. მედიტაციის ქვეშ იგულისხმება ლოცვის სიტყვებისა და წმინდა ნაწერების ტექსტებზე ფიქრი, აგრეთვე ფიქრი რომელიმე ცხოვრებისეულ რიტუაციაზე, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას. ყველა ბაჰაის რეკომენდებულია წმინდა ნაწერების ყოველდღიური კითხვა და შემდეგ მათი გააზრება. ბაჰაულა აფრთხილებს ნაწერთა ზომაგადასული გულმოდგინე კითხვისაგან, როდესაც დაღლის შედეგად ჩლუნგდება გრძნობები და გონი. ერთ-ერთი ვალდებულება ბაჰაებისათვის არის მარხვა. ის მდგომარეობს საკვების და სასმელისგან თავშეკავება აისიდან დაისამდე 19 დღის განმავლობაშო, 2 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით. მარხვაა მთავრდება ახალწლის აღნიშვნით 20 მარტის დაისიდან 21 მარტის დაისამდე. ყველა ბაჰაი 15 და 70 წლის ჩათვლით იცავენ მარხვას. მისგან განთავისუფლებული არიან მეძუძური და ფეხმძიმე ქალები, 70 წლის გადაცილებულები, მოგზაურები, ავადმყოფები და მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებულნი. მარხვა უპირველეს ყოვლისა განიხილება როგორც სულიერი განწმენდა, დრო გასულ წელზე დასაფიქრებლად და ახალი წლისათვის მოსამზადებლად. ის არის შეხსენება მდაბალ სამყაროსთან მიჯაჭვულობაზე და არის სიმბოლო თავშეკავებისა და თვით დისციპლინისა. სავალდებული ლოცვისა და მარხვის კანონების დაცვით ცალკეული მორწმუნის მიერ არ კონტროლდება და განიხილება თემში. ისე განიხილება როგორც წმინდა სულიერი ვალდებულება ყოველი მორწმუნისა, რომლის შესრულებაც ხელს უწყობს პირად სულიერ ზრდას. |
© 2011 საქართველოს ეროვნული სასულიერო საკრებულო |