სწავლება
|
ბაჰაის სწავლებები
ბაჰაულას სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპი
- ადამიანთა მოდგმის ერთობა და მთლიანობა - აი საწყისი წერტილი ყველაფრისა,
რასაც ის ასწავლის. ბაჰაი რელიგიის მიზანი მდგომარეობს მსოფლიოს გაერთიანებაში
ერთ რწმენასა და საერთო სოციალურ წესრიგში, ალბათ, ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ,
რომ ბაჰაულას გასაოცარი წვლილი კაცობრიობის გაერთიანებაში მდგომარეობს მის
მიერ მოცემულ საზოგადოებრივი მოწყობის პრინციპთა სისტემაში, რომლებიც მივა
სამართლიაობის დამყარებასთან. ის უწოდებდა სამართლიანობას, ”უსაყვარლესს ყველა
საგანათაგან” ღვთის თვალებში. ის იწონებდა ზომიერებას და მიუთითებდა ფანატიზმსა
და ნებისმიერ უკიდურესობების საფრთხეზე. ცოდნის მიღება მნიშვნელოვანია ყველასათვის.
ჭეშმარიტი რელიგია და კონსულტაცია - აი მთავარი ხერხი საკითხთა გადასაწყვეტად
და გეგმათა პროგრამების დასამუშავებლად, განსაზღვრულთ საყოველთაო სიკეთისთვის.
ბაჰაულამ განსაზღვრა რელიგიის ისტორიული განვითარება,
როგორც ერთი და იგივე რწმენის ევოლუცია, ყოველ საუკუნეში განსაკუთრებული მოთხოვნილებების
დამაკმაყოფილებელი. აბრაამი, მოსე, ბუდა, ზოროასტრი, კრიშნა, იესო, მუჰამადი, ბაბი
და ბაჰაულა იყვნენ თანმიმდევრობითი ღვთიური გამოვლინებები, ვისი მეშვეობითაც უფალი
სულ უფრო მეტი ზომით ხსნიდა რელიგიურ ჭეშმარიტებას. სხვადასხვა მოციქულთა მიმდევრებს
თავიანთ უმეცრების შესაბამისად, შეუძლიათ ეკამათონ ერთმანეთს, მაგრამ გათვიცნობიერებული
ადამიანი იპოვის ამ უმაღლეს მასწავლებელთა სწავლებებში ნიადაგს თანხმობისა და განვითარებისათვის
განთავისუფლებულნი რელიგიური სქოლასტიკისა და ტრადიციების შრეთა ფენათაგან, სხვადასხვა
მსოფლიო რელიგიები წარსდგებიან ერთობასა და ურთიერთდამოკიდებულებაში; ისტორიული
განვითარების მსვლელობაში ყოველ მათგანს მივყავართ შემდეგთან და ყველა ისინი ერთად
წარმოადგენენ რგოლებს ერთ ჯაჭვში. მსოფლიო რელიგიის არც ერთი უდიდესი დამფუძნებელი
არასოდეს არ ამტკიცებდა, რომ ის არის ერთადერთი ან ბოლო მოვლინებული ღვთიური სწავლებისა.
პირიქით, ყოველი მათგანი ადიდებდა მოციქულს, მცხოვრებს და მსწავლებელს მასზე ადრე
და წინასწარმეტყველებდა მომავალში ახალი მასწავლებლის მოსვლას ვინც იქნებოდა ,,ჭეშმარიტების
სული”, როგორც აღგვითქვა იესომ.
ბაჰაულას სწავლების თანახმად, მის საუბარში აისახებოდა
იგივე ღვთიური ძალუფლება, რაც მოსეს, იესოს, მუჰამადის სიტყვებში. ის ასწვლიდა:
,,დადგა დრო ერთიანი საკაცობრიო გაერთიანებისა, ადამიანთა მოდგმის შეგნებული გაერთიანებისა.”
ბაჰაულამ მიიღო ყველა ძალისხმევა რათა არ დაეშვა თავისი რწმენის სექტებად დაყოფა.
თავისი სწავლება მან მოგვცა წერილობითი სახით, ამით დარტყმა მიეყენა ზეპირ ტრადიციას.
მან გააუქმა სამღვდელოების ავტორიტეტი. აკრძალა სიწმინდეთა შექმნა. დანიშნა თავისი
უფროსი შვილი - აბდულ ბაჰა - ცენტრად თავისი აღთქმისა, ქვაკუთხედი ერთიანობისა,
რომელსაც ყველამ უნდა მიმართოს, რწმენის დებულებათა განმარტებისათვის.
წმინდა ლიტერატურა შედგება ბაჰაულას ნაწერთა მთელკრებულისა, მათი განმარტებებისა
და ახსნებისგან აბდულ-ბაჰასა და შოღი ეფენდის შრომებში. ბაჰაულას ლიტერატურული
მემკვიდრეობა ითვლის ასზე მეტად ნაშრომსა. კერძოდ მათ რიცხვში შედის, ქითაბ-ი-აღდასი
("უწმინდესი წიგნი") -მისი კანონების კრებული; ქითაბ-ი-იღანი ("უეჭველობის წიგნი") - ბაჰაის სწავლების ძირითადი დებულობებისა ჩამოყალიბება ღმერთისა და რელიგიის ბუნებაზე; "იდუმალი სიტყვები" - მოკლე გამონათქვამების კრებული, განწესებული ადამიანთა სულების დასამოძღვრად; "შვიდი ველი" - მისტიური ტრაქტატი, რომელიც აღწერს შვიდ საფეხურს, რომლების უნდა გაიაროს მაძიებლის სულმა იქამდე, სანამ მიაღწევს მიზანს თავისი არსებობის; "მიმართვა მგლის ძისთვის" - ბაჰაულას ბოლო ძირითადი ნაშრომი; ასევე ლოცვათა, მედიტაციათა, დარიგებათა და წარგზავნათა, უდიდესი რაოდენობა.
ბაჰაებს სწამთ, რომ ბაჰაულას ნაწერები შთაგონებულია ღვთის მიერ და წარმოადგენენ
ამ დღის ღვთიური გამოცხადებას.
ბაჰაი რწმენის წმინდა ნაწერებად ითვლება ბაბის ნაშრომები - ბაჰაულას წინამორბედისა. ამის გარდა ბაჰაები, სულიერ ხელმძღვანელობას ღებულობენ სამართლიანობის მსოფლიო სახლის წერილებისა და ნაწერებისაგან.
ჩვენი დროისთვის ბაჰაის სამყაროში მიღებულია თარგმნის შემდეგი პრაქტიკა:
დასაწყისში მსოფლიო ცენტრის ძალებით ხორციელდება გულდასმით და მაქსიმალურად
ზუსტი თარგმანი არაბული და სპარსული ნაწერებისა ინგლისურ ენაზე, შემდეგ ნაციონალური
თემების ძალებით კეთდება თარგმნები ინგლისურიდან სხვა ენებზე. ”ბუფერული”
ენის გამოყენება თარგმნის პრაქტიკაში საკმარისად გავრცელებულია მსოფლიოში და
სრულიად გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც საწყისი ენა არის ასე რთული
და შემცვლელი მრავალი ახსნისა, როგორიცაა არაბული; ”ბუფერის” სახით ასეთი მდიდარი
და ამავე დროს ზუსტი ენის გამოყენება, როგორიცაა ინგლისური, მნიშვნელოვნად
ამცირებს თარგმნისას სხვადასხვა გვარი აზრის წარმოქმნას სხვა ენებზე, ხოლო
მისი გავრცელებულობა და შედარებითი სიმარტივე ამსუბუქებს დასკვნით პროცეს თარგმნისა.
|