ჩვენი აქტივობები
„ყველა ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ წინ წაწიოს მარადიულ განვითარებაში მყოფი ცივილიზაცია.“
— ბაჰაულა
— ბაჰაულა
მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამები ღიაა ყველასათვის: ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასაკოვნებისთვის, და თითოეულ ადამიანს ეხმარება პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ სოციალურ, ინტელექტუალურ და სულიერ განათლებაზე. ადამიანის პოტენციალი განვითარებას იწყებს ცხოვრების დასაწყისიდანვე და მისი უნარები ვითარდება მოზარდობის ასაკში. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვების და მოზარდების განათლებას, რომელიც ხელს უწყობს განავითარონ დღევანდელი გამოწვევებისათვის საჭირო უნარები და თვისებები, რომლებიც ეხმარება გახდნენ პატიოსანი მოქალაქეები, კარგი ბავშვები და ღირსეული მშობლები.
„ჩათვალეთ ადამიანი ფასდაუდებელი თვალ-მარგალიტით მდიდარ საბადოდ; მის საგანძურს მხოლოდ განათლება თუ გამოამზეურებს და კაცობრიობას მისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.“
— ბაჰაულა
— ბაჰაულა
სასწავლო წრეები
რუჰის ინსტიტუტი არის სულიერი განათლების ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა კოლუმბიაში 50 წელზე მეტი ხნის წინ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს - საზოგადოების კეთილდღეობას, ადამიანებში მატერიალურ და ზნეობრივ გარდაქმნას, რომელიც ეხმარება სულიერი თვისებების განვითარებასა და საკუთარი უნარების რეალიზაციას. სასწავლო წრეები თითოეულ მონაწილეს ხელს უწყობს განავითარონ ძალა, რათა თავიანთი ენერგია ცივილიზაციის წინსვლისკენ მიმართონ.
კურსების შესწავლის დროს მონაწილეებს შორის იქმნება მეგობრული ურთიერთობები. სწავლის პროცესს ხელმძღვანელობს წამყვანი. წრე არ მიმდინარეობს ლექტორისა და მსმენელის პრინციპით. მონაწილეები და წამყვანი იკრიბებიან, ერთად სწავლობენ, განიხილავენ მასალას და მსჯელობენ.
წრეების განუყოფელი ნაწილია პრაქტიკა. რუჰის ინსტიტუტის კურსის შესწავლისას მონაწილეს უვითარდება სათანადო უნარ-ჩვებები და მიდგომები, რომელიც დაეხმარება ბავშვთა კლასების, მოზარდთა ჯგუფების და სასწავლო წრეების ჩასატარებლად.

ბავშვთა კლასები
ყოველი ბავშვი - არის „ფასდაუდებელი თვალ-მარგალიტით მდიდარი საბადო“, უნიკალური და განუმეორებელი პიროვნება. სათანადო ზნეობრივი განათლების გარეშე ბავშვები ვერ გამოავლენენ მათ არსში დაბადებიდანვე არსებულ სულიერ თვისებებს. მასწავლებლის მიდგომა და ამოცანაა ხელი შეუწყოს ამ ძვირფასი ქვების მთელი ძალით გაბრწყინებას. ბავშვთა კლასებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ 6-დან 11 წლის ასაკის ბავშვს.

მოზარდთა ჯგუფები
მოზარდები იმყოფებიან ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს შორის, როდესაც განიცდიან უამრავ ცვლილებებს და ახასიათებთ განსაკუთრებული მოთხოვნები, გამძაფრებული სამართლიანობის ძიება, ალტრუიზმი, სწრაფვა შეიცნონ სამყაროს საიდუმლოებები და სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი სამყაროს შექმნაში. ამ მიზნის მისაღწევად შემოქმედებითი ყურადღება უნდა მიექცეს მათ ჩართვას აქტივობების პროგრამაში, რომელიც ეხმარება მოზარდებს გადალახონ ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი, ავითარებს ცოდნის და უკეთესი სამყაროს შექმნის წყურვილს, გააცნობიერონ თავიანთი სულიერი პოტენციალი, იძლევა საშუალებას გამოიკვლიონ გარემომცველი სამყარო, საკუთარი თავი და ისწავლონ სხვებისთვის სარგებლის მოტანა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ფორმის ხელოვნებას.
მოზარდთა ჯგუფებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ 12-დან 15 წლის ასაკის მოზარდს.
ყველა აქტივობა, რომელსაც ბაჰაი თემი ატარებს, ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.
თუ გსურთ რომელიმე პროგრამაში მონაწილეობა მიიღოთ ან გახდეთ წამყვანი, დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ლოცვითი შეხვედრები
მსოფლიო სამართლიანობის სახლი წერს:
