ჩვენ შესახებ
ბაჰაი რწმენა მსოფლიო რელიგიაა, რომელიც ემყარება კაცობრიობის კეთილდღეობას. მისი მიზანია გააერთიანოს ყველა რასები და ხალხები საერთო საქმესა და რწმენაში. ბაჰაი ბაჰაულას მიმდევრები არიან და წარმოადგენენ საზოგადოების ყველა ფენას. ახალგაზრდები და ხანდაზმულები, კაცები და ქალები - სხვადასხვა ერს მიეკუთვნებიან და ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ.
თანამედროვე მსოფლიოს ესაჭიროება ცვლილებები. წინასწარმეტყველებებში ნახსენებია, რომ მომავალში დედამიწაზე დამყარდება მშვიდობა, ჰარმონია და კაცობრიობა იცხოვრებს ბედნიერად. ჩვენ გვწამს, რომ აღთქმულის საათი დადგა და მთელ მსოფლიოსა და საქართველოში, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ბაჰაულას სწავლება საკუთარ ცხოვრებასა და მეგობრულ ურთიერთოებებში, რომლებსაც ვამყარებთ მეზობლებთან, ნათესავებთან, ნაცნობებთან, კოლეგებთან. ერთობლივი ძალებით ჩვენს სამეზობლოში, ქალაქსა თუ სოფელში ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს თავისი წვლილი სამყაროს კეთილდღეობისთვის, კაცობრიობის პროგრესისთვის, ძლიერი, სამართლიანი და ერთიანი საზოგადოებისთვის.
„ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რომ თქვენი ქმედებანი იყოს ვითარცა ლამაზი ლოცვები, მიუბრუნდით ღმერთისკენ, და ისწრაფვეთ ყოველთვის გააკეთოთ ის, რაც სწორი და კეთილშობილურია. გაამდიდრე ღარიბი, წამოაყენე დაცემული, ანუგეშე დამწუხრებული, განკურნე სნეული, დაამშვიდე შეშინებული, დახსენ დამცირებული, იმედი მიეც უიმედოს, შეიფარე გაჭირვებული.“
— აბდულ-ბაჰა
— აბდულ-ბაჰა